blog

ჩვენი სკოლა თითქმის ორი ათეული წელია, დგას აქ, მის პირველ ნატერფალებთან! აქ, სადაც ეს ისტორია, სულ მალე, თექვსმეტ საუკუნეს მოითვლის და სადაც ამ ნატერფალების მეხსიერებით გაჯერებულია ყველა სუბსტანცია!
 
ამ ისტორიაში ძალა ყველაზე სუსტს აქვს, გამძლეობა - ყველაზე ფაქიზს და პრინციპულობა - ყველაზე გამოუცდელს!
ეს აწმყოდ გარდასახული ისტორია მუდამ კულმინაციური სინამდვილეა!
 
ამ ისტორიაში ჩრდილშიც მზეა და უსიცოცხლობაში - სიცოცხლე...
ამ ისტორიაში აბღავლებული ქარიშხლები კესანების ფერმკრთალ ცისფერზე ძლიერი არასდროსაა!
 
 
ამ ისტორიაში თექვსმეტი საუკუნე ქედს უხრის პატარა ქალწულს და ჩვენ ვცდილობთ ვიდგეთ, სულ მუდამ ვიდგეთ, ყველაფრის მიუხედავად ვიდგეთ მის პირველ ნატერფალებთან!
ირგვლივ შეუჩერებლივ, გახუნების და ფერგადასულობის ტონებისკენ იცვლება ყველაფერი, ამ პირველი ნატერფალების მნიშვნელობის გარდა!
 
ესმა მანია
15.06.2022
გიორგი ნაკაშიძის ფოტოები
 

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად