blog

ჩვენი სკოლის დაარსების წელს საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა. მაშინ ძალიან შორს და მკრთალად ჩანდა ევროპის კავშირის პერსპექტივა.
დღეს ამ გზაზე ისტორიული, ნანატრი წარმატების დღეა!
სკოლა შესაძლოა, მოკრძალებული შესაძლებლობებით, მაგრამ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად, უწყვეტად, დაუღალავად, სრული მიძღვნით ემსახურებოდა საქართველოს ამ გამარჯვების მისაღწევად!
ახლა ეს ძალისხმევა გასაასმაგებელია - საქართველო უნდა ვაქციოთ არსით ევროპულ, დემოკრატიულ, ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ - ეს ეპოქალური ამოცანა თითოეული ჩვენგანის უმთავრეს საფიქრალ-საზრუნავად უნდა იქცეს!
გილოცავთ ყველა თაობის სკოლელს, სკოლის ორბიტაზე მყოფ ექსპერტებს, მხარდამჭერებს! ვულოცავ მთელს საქართველოს და სკოლის უცხოელ მეგობრებს, რომელთა თანადგომა ფასდაუდებელია ამ წარმატებაში!
არმაზ ახვლედიანი, 15 დეკემბერი 2023 წელი
 ზოტიყელი, ბახმაროს მიმდებარე საზაფხულო დასახლება.
სკოლის ტრადიციული სემინარის დასკვნითი დღის ფოტო.

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად